სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველთვის გვერდით ვიქნებით, რათა თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს“, - სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ბავშვთა უფლებების სადარაჯოზე
03-06-2025
-
+


1-ელი ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა და მისი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამთაწყაროს საჯარო სკოლა და მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობის ფერადი დღე აჩუქა.

„1 ივნისი – მზიანი და იმედით სავსე დღე სამთაწყაროს სკოლაში

სკოლამ 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სიყვარულით, სითბოთი და ფერებით გააფორმა.

დირექტორმა, ქალბატონმა ეკატერინე ჩიტაურმა, სკოლის თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეებს გულთბილად მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე.

დღის მთავარი სიურპრიზი კი იყო სკოლის აივნიდან ფერადი ჰაეროვანი ბუშტების საზეიმო გაშვება მუსიკალური გაფორმების ფონზე.

ბავშვების თვალებში გაკრთა ნამდვილი სიხარული – მათი სიცილი და გაბედნიერება იქცა დღევანდელი დღესასწაულის მთავარ სიმღერად.

ღონისძიების შემდეგ სკოლის ეზო ნამდვილ ფერად ტილოდ იქცა – მოსწავლეებმა ცარცებით დახატეს თემატური ნახატები, რომლებშიც გამოხატეს: სიყვარული მასწავლებლებისა და მეგობრების მიმართ, ფანტაზია და ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა, რწმენა უკეთესი მომავლისა.

ღონისძიება გაიმართა სკოლის დირექტორის, ქალბატონი ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით.

აქტიურად ჩაერთო დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ელენე გრიგორიადისი,

ასევე I-XII კლასების დამრიგებლები, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით და გულშემატკივრობით შეუწყვეს ხელი ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღის შექმნას“, ასე აღწერენ ჩატარებულ ღონისძიებას სამთაწყაროს საჯარო სკოლაში. 

ეკატერინე ჩიტაურმა, სკოლის დირექტორმა კი ყველა ბავშვს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე:

„ჩემო საყვარელო ბავშვებო, გულით გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

თქვენ ხართ ჩვენი ცხოვრების ნათელი სხივები, მომავლის იმედი და სიხარულის მიზეზი.

გისურვებთ, ბედნიერი ბავშვობა მუდამ გაგინათებდეთ გზას – იყოს თქვენი დღეები სავსე სიყვარულით, მხიარულებითა და დაუვიწყარი თავგადასავლებით.

გწამდეთ საკუთარი თავის და იცოდეთ – ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, რომ თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს“.

ღონისძიების მიზანი იყო, რომ თითოეულ ბავშვს ეგრძნო თავი საყვარელ, დაფასებულ და განსაკუთრებულ წევრად სკოლის ოჯახის.

„სამთაწყაროს სკოლის დირექტორმა და გუნდმა შექმნეს გარემო, სადაც ბავშვების სიხარული, ღიმილი და ბედნიერება პირველ ადგილზე იდგა.

ღონისძიებამ მოსწავლეთა გულებში წარუშლელი კვალი დატოვა – ეს დღე გახდა არა მხოლოდ დღესასწაული, არამედ სიყვარულისა და თანადგომის სიმბოლო.

ფერად ბუშტებთან ერთად ზეცაში აიჭრა ბავშვების გულწრფელი ემოციები, რწმენა და იმედი, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც მათ უყვართ, ესმით და უვლიან.

სამთაწყაროს საჯარო სკოლის გუნდი კვლავ ადასტურებს – ჩვენი მთავარი მიზანია ბედნიერი ბავშვობა და ღირსეული მომავალი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება