სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანბანის ზეიმი“ და ულამაზესი ღონისძიება არხილოსკალოს საჯარო სკოლა
03-06-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, არხილოსკალოს საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით იწყებენ ანბანის დასწავლას და სასწავლო წლის დასასრულს, ასეთივე საოცარი ემოციებით ეთხოვებიან მას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.

ამჯერადაც ულამაზესი ღონისძიებით გააცილეს არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი, რომელსაც „ანბანის ზეიმი“ უწოდეს.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, არხილოსკალოს საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელმა, ნანა წიკლაურმა, თავის პატარა მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიება მიეძღვნა ქართული ანბანის გულმოდგინედ შესწავლასა და სასწავლო წლის ღირსეულად დასრულებას აღნიშვნას.

„ზეიმმა გააერთიანა მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები, შეიქმნა სიხარულით, სითბოთი და სიამაყით გაჯერებული ატმოსფერო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

„ანბანის ზეიმის“ მთავარი მიზანი გახლდათ სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და უნარების ზეიმი, მოსწავლეებში თავდაჯერებულობის, საჯარო გამოსვლისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა. ამავდროულად, ღონისძიება მიზნად ისახავდა მშობლებსა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ერთობლივი ძალებით შეექმნათ ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება. ზეიმი ასევე ხელს უწყობდა მოსწავლეების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და მათი ნიჭის აღიარებას.

პატარა მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭითა და ენთუზიაზმით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს. მათ წარმოადგინეს ფერადი ქორეოგრაფიული ნომრები, შეასრულეს მხიარული სიმღერები და გააჟღერეს ლექსები, რომლებიც სიყვარულითა და ემოციით იყო გაჯერებული.

„ღონისძიების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს დაწყებითი კლასის კათედრის წევრებმა: ქალბატონმა ლია აფციაურმა, ქალბატონმა ელზა ქავთარაძემ და მუსიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნატო აფციაურმა. მათი ძალისხმევით, ზეიმი გაფორმდა თვალწარმტაცი დეკორაციებითა და მუსიკალური ნომრებით, განსაკუთრებით ანბანის სიმღერებით, რომლებმაც დამსწრეებში დიდი მხიარულება გამოიწვია.

ღონისძიების გარემო ზღაპრულად მომხიბვლელი იყო: ფერადი გაფორმება, თბილი განწყობა და ბავშვების ნათელი ღიმილები ქმნიდა ზეიმის უნიკალურ ხასიათს. ღონისძიებას პატივი მიაგეს სტუმრებმა, მშობლებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია სიმონიძემ, და დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ციცინო ჯაფარიძემ, რამაც ზეიმს განსაკუთრებული სიმძიმე და მნიშვნელობა შესძინა.

საზეიმო ნაწილის დასასრულს, ქალბატონმა ნანა წიკლაურმა მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სიგელები, რაც მათი შრომისა და მონდომების აღიარებად იქცა. სკოლის დირექტორმა გულთბილი სიტყვებით მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს – მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს – ამ ჯადოსნური ღონისძიების შექმნისთვის. მან ასევე უსურვა ყველას წარმატებები, ახალი მიღწევები და შემოქმედებითი განვითარება მომავალ სასწავლო წელში.

„ანბანის ზეიმი“ გახდა არა მხოლოდ მოსწავლეების აკადემიური მიღწევების, არამედ სიყვარულის, თანადგომისა და საზოგადოების ერთიანობის ზეიმი. ეს დღე სამუდამოდ დარჩება მონაწილეთა მოგონებებში, როგორც სიხარულის, სიამაყისა და თბილი ემოციების განსაკუთრებული მომენტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება