სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაჟას პერსონაჟები სცენაზე - თბილისის N28 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეების შთამბეჭდავი წარმოდგენა
03-06-2025
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები გააცოცხლეს.

ვაჟა-ფშაველა, როგორც ქართველ პოეტთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, განსაკუთრებით ღრმად ჩასწვდა მთის ადათ-წესებსა და ბუნების სულიერ სიმბოლიკას. მისი ნაწარმოებები ხშირად უსწრებს დროს – აზრით, ფორმითა და ფილოსოფიური სიღრმით. სწორედ ამ სულიერმა სიღრმემ და ბუნებასთან სიმართლით დაკავშირებულმა პერსონაჟებმა შთააგონა III კლასის მოსწავლეები, ვაჟას გმირები სცენაზე გაეცოცხლებინათ.

აქტივობის ორგანიზატორი მასწავლებელი ქეთინო მელიქიშვილია რომლის თქმითაც, მოზარდებმა „დავალებას“თავი არაჩვეულებრივად გაართვეს და ფართო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარდგნენ. 

მაყურებლები – მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები – აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ემოციით დატვირთულმა საღამომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაჟას სიტყვა ცოცხალია, ხოლო ახალი თაობა მზადაა მის ღირებულებებს პატივი სცეს და შემოქმედებითად გააზაროს.

თბილისის N28 საჯარო სკოლაში ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებები ბავშვების ზოგად განვითარებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას ემსახურება და ეს ინიციატივა ამის საუკეთესო მაგალითი იყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება