სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყაურმის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ანბანის გაცილება საზეიმო გარემოში გაიმართა
03-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა თავიანთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზეიმოდ აღნიშნეს.

ანბანის გაცილება ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში გაიმართა, სადაც მათ მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ განათლებასა და აღზრდას. დღეს კი ამ პატარებმა უკვე იციან წერა და კითხვა. სწორედ ამ ცოდნის შედეგი გაუზიარეს სიხარულით მშობლებსა და მასწავლებლებს.

ღონისძიება დაიწყო პატარების მიერ მომზადებული ლექსებითა და სიმღერებით, რომლებიც სომხურ ანბანს მიეძღვნა. ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს ლიტერატურული კომპოზიცია და პატარა სპექტაკლიც დადგეს, რაც კიდევ უფრო ემოციური და მხიარული გახადა დღე.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებთან სასწავლო წლის განმავლობაში თავდადებით მუშაობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი გეღეციკ გაბრიელიანი, რომლის ძალისხმევითაც ბავშვებმა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ პასუხისმგებლობა, დისციპლინა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ისწავლეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება