სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 სკოლამ მოსწავლეთა წარმატებისთვის მადლობის წერილი მიიღო
03-06-2025
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლამ მადლობის წერილი მიიღო, რომელმაც დიდი სიხარული და სიამაყის გრძნობა გამოიწვია სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის.

წერილი ეხებოდა სკოლის წარჩინებული მოსწავლეების - მე-11 კლასელი ანასტასია ჯუღელის და მე-12 კლასელი ელენე გორგაძის, უკვე კურსდამთავრებულის,  წარმატებით მონაწილეობას კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას.“

აღნიშნული კონკურსი გია მურღულიას ავტორობით და ინიციატივით ტარედება. 2021 წლიდან კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

კონკურსში საქართველოს მასშტაბით 1056 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ფინალურ ეტაპზე 144-მა გაგრძელა ასპარეზობა, მათგან რამდენიმე N5 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

ანასტასია ჯუღელი და ელენე გორგაძე ჟიურის რჩეულ 37 მოსწავლეთა შორის მოხვდნენ და მოიპოვეს სტატუსი „ჟიურის სიმპატია“. ასევე, დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით და დიპლომებით, მათი ნამუშევრები კი გამოქვეყნდება სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაგეგმილ გამოცემაში.

„ანასტასია ჯუღელის წარმატება შემთხვევითი არ არის, ნიჭიერი, ნაკითხი, მოაზროვნე ბავშვია, რომელიც ყველა საგანს თანაბარი პასუხისმგებლობით ეკიდება. იგი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეა, მე-2 ადგილი  გერმანულ ენაში და საუკეთესო ათეულის წევრობა ფრანგულში. ასევე წარმატებული მონაწილეობა ქიმიასა და ბიოლოგიაში. სკოლის დირექცია და პედკოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავენ ანასტასიას დამსახურებულ აღიარებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება