| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის, კერძო სკოლა „ცოდნა“ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესი, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს კერძო სკოლა „ცოდნის“ ბიოლოგიის პედაგოგის, ენდი ჯანჯღავას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მოსწავლემ იგრძნოს სიყვარული, თანადგომა, პატივისიცემა, მეგობრული დამოკიდებულება და ყველაზე მთავარი - გულწრფელობა
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- შევქმნათ უკეთესი გარემო, რომელიც საშუალებას მოგცემს ვიცხოვროთ ჯანსაღ,წარმატებულ და სრულფასოვან საზოგადოებაში.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული, მის ინტერესებზე ორიენტირებული, მარტივი.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- უფრო მეტად წახალისდეს კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები და თვეში რამდენიმე საათი დაეთმოს მოსწავლეების მიერ ინიცირებულ პროექტებს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ბიოლოგია
- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ზურა მხეიძეს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, რომელიც ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს, ვგულისხმობ უსაფრთხო სასწავლო გარემოს, ეფექტურ სწავლა-სწავლების პროცესს, გამართულ ტექნოლოგიას და კარგ ინფრასტრუქტურას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა