სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ზეიმიც იყო და სევდაც, გაგვიძნელდა მათთან განშორება“- ​ღვირიშის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
03-06-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექცია და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელები სკოლიდან საუკეთესო სურვილებითა და დიდი სიყვარულით გააცილეს. 

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო მე-12 კლასელთა დამრიგებლისთვის. ლეილა ფრუიძემ აღზრდილებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

„ძალიან ემოციური დღე იყო ღვირიშის საჯარო სკოლაში. ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ იზეიმეს. ზეიმიც იყო და სევდაც. ყველას გვეძნელებოდა მათთან განშორება. ისინი ჩემი სულის ნაწილნი იყვნენ, საოცრად ჭკვიანები, ლამაზები და გამორჩეულები. ბევრჯერ ასახელეს სკოლა, რამდენჯერ ვიამაყე, რომ ისინი ჩემი მოსწავლეები იყვნენ. დღესისინი ცხოვრების ფართო შარაგზას გაუყვებიან, შეუცნობელს, მაგრამ საინტერესოს და აღმოჩენებით სავსეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაძლევენ, რადგან უკვე შემდგარი ადამიანები არიან. „ზანდურის სახლში“, სადაც მათ მანონი მასწავლებელმა გაუწია მასპინძლობა, ყველა მასწავლებელმა, მშობელმა და მეგობარმა გულწრფელად დალოცა კურსდათავრებულები და წარმატებები უსურვეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბავშვებო (მარი სვანიძე, ნიკა ფრუიძე, ნინი ქომეთიანი და სალომე ქომეთიანი). და მაინც... გული მტკივა, ბავშვებო! მადლობა თქვენ მშობლებს, რომლებმაც დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება