სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალური დასის ახალი სპექტაკლი და მაყურებლისთვის გაზიარებული დიდი ემოცია 
03-06-2025
-
+


„იავნანამ რა ჰქმნა?!“ - სწორედ ამ კითხვაზე მიიღო პასუხი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მაყურებელმა, რომელსაც სტუდია „რამპამ“ ახალი, ემოციებით სავსე სპექტაკლი შესთავაზა.

იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ქმნილების მოტივებზე შექმნილმა დადგმამ დედაშვილობის სიყვარულს ფრთები შეასხა და არა მხოლოდ გოგებაშვილის პერსონაჟებს, არამედ დარბაზში მყოფ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა.

სპექტაკლმა დიდი ემოცია გამოიწვია. ეს იყო ნამდვილი ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დედის უპირობო სიყვარულისა და შვილისადმი მისწრაფების საოცარი ძალა.

სპექტაკლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის შემოქმედებით გუნდს:

  • სცენარის ავტორმა და რეჟისორმა - მარი თაბაგარიმა გოგებაშვილისეული სულისკვეთება თანამედროვე სცენაზე გადმოიტანა;
  • ლალი მელივას მხარდაჭერამ უზრუნველყო დადგმის შეუფერხებელი მიმდინარეობა;
  • ნინო ბიბილურის მიერ შერჩეულმა მუსიკამ კიდევ უფრო გააძლიერა ემოციური ფონი და სპექტაკლს განსაკუთრებული ელფერი შესძინა;
  • ნათია ხუჭუას ქორეოგრაფიულმა გადაწყვეტებმა დადგმას დინამიკურობა და ვიზუალური ელფერი შემატა.

სტუდია „რამპას“ ახალი სპექტაკლი მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების მნიშვნელობას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება