სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
03-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ახლახან, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დათო ბერიძე და თამთა დავლაშერიძე, პედაგოგ ირა გოგილაშვილის ხელმძღვანელობით, მათემატიკურ კონფერენციას შეუერთდნენ, რომელის თბილისის N126 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა „მათემატიკის ძალა“, ასე აფასებენ კონფერენციას გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

მათემატიკური კონფერენცია თემაზე - „მათემატიკის ძალა“ საინტერესოდ წარიამრთა და გააერთიანა - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის, გორელოვკის N3, სპასოვკის N1, თბილისის N5 და თბილისის N126​ საჯარო სკოლები. 

კონფერენციის დასასრულს მასპინძელმა სკოლამ, მინი ლექციები და მასტერკლასები ჩაატარა STM ოთახში. 

როგორც გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, მათი თანამედროვე ნამუშევრების ნახვა ერთგვარი სიურპრიზი და სიამოვნება იყო.

„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილე სკოლის ადმინისტრაციას და თემის ხელმძღვანელს, ასევე მოსწავლეებს ასეთი დიდი ჩართულობისთვის და დაინტერესებისთვის განსაკუთრებული მადლობა მასპინძელ სკოლას, მხარდაჭერისთვის და ბრწყინვალე მასპინძლობისთვის.

მადლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელვკის N3 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ირა გოგილაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება