სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა გამომცემლობა „61 ბუ” დააარსეს და 3 ხელნაწერი წიგნი გამოსცეს
02-06-2025
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგთა პროფესიონალიზმის, მონდომებისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით მოსწავლეებისთვის სწავლა და სკოლაში სიარული არასდროს არის მოსაწყენი რუტინული პროცესი. 

პედაგოგები არაერთ საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებს მართავენ იმისთვის რომ მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურებიდანვე შეაყვარონ სწავლა, წიგნი, კითხვა და სკოლა. ერთ-ერთი აღსანიშნავი პროექტი, რომელიც ბოლოს ჩატარდა სკოლაში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მანანა მაისურაძს ინიციატივით დაარსებული გამომცემლობა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, IVა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის პედაგოგ მანანა მაისურაძესთან ერთად დააარსეს გამომცემლობა „61 ბუ” და უკვე გამოსცეს სამი ხელნაწერი წიგნი: „საკლასო ნივთების თავგადასავალი”, „მოთხრობები თევზებზე” და „ჩვენი საოცარი მოგზაურობა კოსმოსში”.

„მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა მწერლობაზე, მწერლებზე, წიგნის გამოცემაზე, წიგნის დაწერიდან წიგნის მკითხველამდე გასავლელ გზაზე, წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.

მანანა მაისურაძემ მისცა მოსწავლეებს პირველი შანსი, რომ თითოეული მათგანი გამხდარიყო მწერალი. ბავშვებმა კლასში დაწერეს მოთხრობები, რომლებიც მასწავლებელმა ჩაასწორა, შემდეგ გადაათეთრეს და საკუთარი ფურცლები მოხატეს;

ნაწერები წაიკითხეს მეოთხეკლასელმა რედაქტორებმა, კორექტორებმა, წიგნის მხატვარმა კი გააფორმა თავფურცელი. მათი რეცენზიები წიგნს ერთვის. აკინძული წიგნი თაროზე არ შემოდებულა, თითოეულმა წიგნმა თითო დღით იმოგზაურა ყველა ნორჩი მწერლის სახლში, სადაც მთელი ოჯახი იკრიბებოდა, ერთად კითხულობდა წიგნს და შთაბეჭდილებების წიგნში, 1-2 და ზოგჯერ, რამდენიმე წევრი, აკეთებდა ჩანაწერს.

საქმე ამით არ სრულდებოდა - მომდევნო დღეს მანანა მასწავლებელი გაკვეთილს იწყებდა ამ ჩანაწერის საჯარო წაკითხვით და ამას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა: სიამაყით აღავსებდა იმ მოსწავლეს, ვისი ოჯახის ჩანაწერსაც ისმენდა მთელი კლასი, თანაკლასელების დედების, მამების, ბებიების, ბაბუების, და-ძმების ქება და წახალისება თითოეულ მოსწავლეს ეხმარებოდა საკუთარი თავის რწმენისა და შესაძლებლობების ამაღლებაში, შემდგომი მოტივაციის გაღვივებაში.

რა იყო მიზანი და რა შედეგი მივიღეთ? - წიგნის სიყვარულის გაღვივება, ფანტაზიის, აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, ლექსიკის გამდიდრება, წერითი მეტყველების სრულყოფა, გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარის, ესთეტიკური გრძნობისა და გემოვნების დახვეწა… შედეგი ყველა ნორჩ მწერალთან მივიღეთ სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა რაოდენობის ნაბიჯის წინდგმით. ვინ იცის, წლების შემდეგ მანანა მასწავლებელი და თანაკლასელები რომელიმე ან რამდენიმე მათგანმა მიიწვიოს საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე! წარმატებები ვუსურვოთ ნორჩ მწერლებს“.

როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს, სამივე წიგნი დაიდება სკოლის ბიბლიოთეკაში და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ წაიკითხონ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება