სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ექკუსრიებითა და საინტერესო გასვლითი ღონისძიებებით გაჯარებული სასკოლო ცხოვრება  
06-06-2025
-
+


ქალაქ თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო გასვლითი ღონისძიებებითა და ექკურსიებით. ძლიერი საგანმანათლებლო მეთოდი, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, მათ შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, წიგნებში ამოკითხული დააკავშირონ რეალურ ცხოვრებასთან. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-11 კლასელთა გასვლითი ღონისძიება ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.

მე-11 კლასის მოსწავლეები ქართველი პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. მათ დაათვალიერეს პოეტის ცხოვრებისეულ და შემოქმედებით მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ექსპონატები, გაიგეს მეტი მისი რთული და ამაღლებული ცხოვრების გზის შესახებ და კიდევ ერთხელ შეეხნენ ქართული ლიტერატურის ოქროს ფურცლებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი საგანმანათლებლო ვიზიტები კიდევ უფრო ამაღლებს მოზარდებში ინტერესს კულტურული მემკვიდრეობისადმი და აძლიერებს კავშირს ეროვნულ ფასეულობებთან. 

სკოლაში ასევე მადლობას უხდიან თბილისის მუზეუმების გაერთიანებას მასპინძლობისთვის. 

საინტერესოა, VIII კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ - „ექსპერიმენტორიუმში“. VIII კლასის მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ ნახეს და გამოსცადეს სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური პროცესი და დაუვიწყარ, მეცნიერებით სავსე მოგზაურობაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი „ექსპერიმენტორიუმში“ მათთვის იყო ნამდვილი თავგადასავალი - ცოდნის მიღება თამაშით, გამოცდილებითა და ინტერაქციით;

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემეცნებითმა გარემომ დიდი ინტერესი გამოიწვია და ცოდნის გაღრმავებისკენ წაახალისა ყველა მოსწავლე.

სკოლა „ცოდნას“ IX კლასის მოსწავლეები კი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.  მათ ნახეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა; აგრეთვე მისი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო- მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.

მე-11 კლასის მოსწავლეები კი პროექტის - „პროფესია ჩემი მომავლის არჩევანი“ ფარგლებში,  კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

VII კლასის გასვლითი აქტივობა კი არქეოლოგიის მუზეუმში მოეწყო. მათ ნახეს მუზეუმში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი არტეფაქტები, რომლებსაც არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად კავკასიისა და წინა აზიის უძველესი და ძველი ისტორიის გაშუქებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.  გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში. 

სკოლა „ცოდნას” მოსწავლეები ასევე ჩაერთვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „მეცნიერება მომავალი თაობებისთვის“. 

მოსწავლეებმა მოისმინეს ლექციები თემებზე - „მიკრობული სამყარო - თანაცხოვრება, ბრძოლა, ადაპტაცია“; „ტვინის ლაბირინთიდან ფსიქისკენ: როგორ ყალიბდება ქცევა და ცნობიერება”;​„ალქიმიიდან თანამედროვე ქიმიამდე“,​ „ჰიპოკრატედან ტექნოლოგიების ეპოქამდე“. 

ცოდნელები“ ასევე სტუმრობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიცოცხლის მუზეუმს. 

მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„მუზეუმის მთავარი მიზანია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მნიშვნელობის ზრდა. დიდი მადლობა ბიოლოგიის პედაგოგს - ენდი ჯანჯღავას და გეოგრაფიის პედაგოგს - მაია დუდაურს საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობაში მოსწავლეების ჩართვისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

​დირექტორმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას
 
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება