სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია 
03-06-2025
-
+


თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ სხვადასხვა  გასვლით ღონისძიებებს და ბავშვებს სასკოლო ცხოვრებას უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, II კლასის მოსწავლეთა „მწვანე გაკვეთილი“ „გარდენიაში“.

მე-2 კლასელები, პედაგოგ მედეია ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, დეკორატიულ მცენარეთა სანერგეს ესტუმრნენ. სიამოვნებით დაათვალიერეს ხე-მცენარეები, ყვავილები, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „გარდენიას“ საგანმანათლებლო პროგრამა - „მწვანე გაკვეთილი“, სადაც მათ მცენარეთა მოვლა ისწავლეს. 

ბავშვებმა გადაიღეს ფოტო-ვიდეო და სკოლაში საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. სკოლაში მადლობას უხდიან „გარდენია შევარდნაძეს“ მასპინძლობისთვის. 

არანაკლებ საინტერესო და სახალისო იყო I კლასის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა. 

პატარა „ცოდნელები“, პედაგოგ ნია დათუკიშვილის ხელმძღვანელობთ, ესტრუმრნენ ილუზიების მუზეუმს, სადაც ძალიან გაერთნენ, იმხიარულეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, უკან კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ;

„გასვლითი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია და ის დიდ ინტერესსა და კმაყოფილებას იწვევს მოსწავლეებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ილუზიების მუზეუმში დაუვიწყარი დრო გაატარეს III კლასის მოსწავლეებმაც. გასართობ სივრცეში ბევრი იმხიარულეს, ჩაერთნენ საგანმანათლებლო თამაშებსა და ამოცანებში და არაერთი ილუზია საკუთარი თვალით ნახეს. გასვლითი აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა - თიკო ბლიაძემ შესთავაზა. 

IV კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ლია ბაზაძე) კი ხელოვნების სასახლეს - კულტურის ეროვნულ მუზეუმს - სტუმრობდნენ. მათ დაათვალიერეს სასახლის საგამოფენო სივრცეები, ეროვნული კულტურის უნიკალური ნიმუშები. მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია და მონაწილეობა მიიღეს ორ საგანმანათლებლო პროგრამაში:

1.ქართული ანბანის თავგადასავალი;

2.აღდგომის დღესასწაული.

„მოსწავლეთა დაინტერესება ეროვნული კულტურით , ხელოვნებითა და ისტორიით მნიშვნელოვანია მათი აღზრდა-განვითარების პროცესში“,- გვეუბნებიან სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

III კლასის (ხელმძღვანელი ირინა დოლიძე) გასვლითი აქტივობაც ილუზიების მუზეუმში სტუმრობას დაეთმო, სადაც მათ დაუვიწყარი დრო გაატარეს, ბევრი იხალისეს, იმხიარულეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ასევე მათ, ძველი თბილისის ქუჩებში გაისეირნეს, უკან კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ;

III კლასი კი, დამრიგებლის - ეკა თევზაძის ხელმძღვანელობით, ხის პროდუქციის სოციალურ საწარმო „კოდალას“ ესტუმრნენ. მოსწავლეები შრომით გაკვეთილს შეუერთდნენ და ხის სათამაშოების დამზადების ტექნიკას დაეუფლნენ. 

სოციალურ საწარმოში ხის სათამაშოები დაამზადეს II კლასის მოსწავლეებმაც. ხის პროდუქციის საწარმოს მოსწავლეები პედაგოგ ნინი წერელოვის ხელმძღვანელობით სტუმრობდნენ. კოდალას ჯადოსნურ სახელოსნოში საქმიანობა მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

I კლასის მოსწავლეებმა კი, პედაგოგ ეკა თევზაძის ხელმძღვანელობით დედაენის ბაღში გაისეირნეს და სიამაყით აღნიშნეს, რომ დედაენა ჩვენთვის იმდენად ძვირფასია, რომ ქართველმა ერმა დედა ენას ძეგლი დაუდგა. 

IV კლასის ინტელექტუალმა მოსწავლეებმა, კი პედაგოგ სალომე ქაჯაიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს „ქი ქონსალთინგის“ ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში;

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაეუფლნენ გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს. ასევე, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების ჩატარების ხელოვნებას. მათ შექმნეს დავალებები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;

პროექტის ბოლოს გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, სადაც მათ სერტიფიკატები გადაეცათ;

„ჩვენი სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ მონაწილეობას ინტელექტუალურ პროექტებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება