სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლაითურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
03-06-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

27 მაისს პირველკლასელებისთვის (დამრიგებელი -ქეთევან ნარსია) განსაკუთრებული დღე იყო – ისინი ანბანს დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ლამაზი საზეიმო ღონისძიება გამართეს და ქართულ ენასა და დამწერლობას ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები:

„განა სიტყვები?…ნატვრის თვლებია.

თუ დაივიწყე ენა ქართული,

მაშ, საქართველო დაგვიწყებია”.

„ეს დღე იყო პირველი დიდი თავგადასავლის დასასრული და მეორე, კიდევ უფრო საინტერესო გზის დასაწყისი. სულ რამდენიმე თვის წინ ისინი პირველად მიუსხდნენ მერხებს, გაუბედავად ჩახედეს თავიანთ პირველ წიგნს -დედაენას და ახლა კი უკვე კითხულობენ, წერენ და თავიანთი პატარა სამყაროს დიდი ისტორიის შექმნას იწყებენ. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პატარებს . მადლობა ქეთინო მასწავლებელს იმისთვის, რომ ჩვეული სილაღითა და საოცარი დეკორაციებით გვამოგზაურა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში და, რა თქმა უნდა, მადლობა მშობლებს – თქვენი მხარდაჭერა ამ პატარების გამარჯვების საწინდარია. ნახვამდის, ანბანო – და გამარჯობა, ახალი წიგნებო, ახალი ცოდნავ და ახალო აღმოჩენებო!“- ასე ულოცავენ მოსწავლეებს პირველი სასწავლი წლის წარმატებით დასრულებას. 

ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს I ბ ​კლასის მოსწავლეებმაც (ლია მდინარაძე). 

27 მაისს, პატარებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.

„ცოტა ხნის წინ ხელში პირველად აიღეს დედაენა – უცხო „სიმბოლოებით“ სავსე წიგნი...დღეს მათ შეუძლიან იკითხონ, წერონ, და რაც მთავარია, ისწავლონ მშობლიური ენა დიდი სიყვარულითა და ინტერესით.

ანბანის გაცილება არ არის მხოლოდ სწავლების ერთი ეტაპის დასასრული – ეს არის საოცარი გზის დასაწყისი, რომელიც წიგნების, ცოდნისა და ოცნებების სამყაროში გამოგზაურებთ.

გილოცავთ, პატარებო! ეს თქვენი პირველი დიდი გამარჯვებაა – კიდევ ბევრი მსგავსი დღე გელით წინ!“ ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება