სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს“ - დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ მორიგი ლამაზი ლიტერატურული საღამო
02-06-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა კლუბის კურატორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი ლამაზი ლიტერატურული საღამო ჩაატარეს  თემაზე:- „ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს“.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს, დიდ შემოქმედსა და უკვდავი პოემის ავტორს და აღნიშნეს, რომ შოთა რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედია, მან მხატვრულ ენაზე აამეტყველა მთელი მისი სამშობლო, დაწერა წიგნი, რომელიც იქცა ერთადერთ განათლების წყაროდ მისი ხალხისთვის საუკუნეების მანძილზე.

„რუსთაველი ესაა ის საქართველო, რომელიც ერთდროულად აცხადებს თავს ანტიკურობისა და ქრიასტიანობის მემკვიდრედ.

ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს ესაა ჩვენი ღირებულებათა სისტემა, სიმბოლურია, რომ ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დავუკავშირეთ.

ღონისძიება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული  კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესო აქტივობები, პრეზენტაციები, გააცოცხლეს რუსთაველის ეპოქა“,- გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მოსწავლეები, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა სკოლის დირექციამ, პედაგოგიურმა კოლექტივმა, მშობლებმა ერთმანეთს ცვლიდა სამადლობელი სიტყვები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბი „საფიხვნო“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათელა ღლონტის კურატორობით უკვე 2013 წლიდან არსებობს.

„სკოლაში ერთმანეთს ცვლიან თაობები, მაგრამ ისინი ყოველთვის აქტიურად არიან ჩართული განათლების ერთიან საქმეში. მადლობა კლუბის კურატორს ქალბატონ ნათელას, კლუბის წევრებს ამისათვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება