| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა, ამიტომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივიბა იმართება. მათ შორის, მოსწავლეები პედაგოგთა წახალისებით აქტიურად კითხულობენ ინგლისურენოვან ლიტერატურას.
ახლახან, წაკითხული ინგლისურენოვანი ლიტერატურის პრეზენტაცია მე-9 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს, კერძოდ, ქრისტინე კეკუტიამ, დავით თოდუამ და სალომე ახალაიამ.
მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკარის - ია კალანდიასა და ინგლისური ენის მასწავლებლის - იზოლდა დანელიას მხარდაჭერით, სკოლის ბიბლიოთეკიდან გაიტანეს ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებები, ისწავლეს და ამჟამად თანატოლებისა, მასწავლებლის და დირექტორის თანდასწრებით მოყვნენ ნასწავლ მასალას.
დამსწრე საზოგადოებამ პრეზენტატორებს საინტერესო შეკითხვები დაუსვა და ამომწურავი პასუხებიც მიიღო. მათ სათანადო პრეზენტაციის გამო მსმენელთა დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა