| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
სულ ახლახან, II კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინტეგრირებულ პროექტზე - „წყლის ცხოველები“ იმუშავეს. პროექტი მუსიკასთან, ხელოვნებასთან და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ინტეგრირებით განხორციელდა.
მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და „წყლის ცხოველების“ შესახებ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ლილი ირემაშვილმა, მაია ახალკაციშვილმა, ნანა ზაალიშვილმა და ნატო ქიტესაშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა