სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეტას საჯარო სკოლაში ადრეული ქორწინების საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
02-06-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, გეტას საჯარო სკოლაში პროგრამების - „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმომადგენელი კონსულტანტ-მასწავლებლების - ნონა მიქელაძისა და თამარ სილაგაძის მიწვევით, კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს. 

კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა რეზო გასანოვმა სკოლისა და თემის წარმომადგენლებთან ადრეული ქორწინების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრა შეეხო ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებსაც.

რეზო გასანოვმა დეტალურად განმარტა თუ რა არის ადრეული ქორწინება, რა რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს, რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და რა დახმარების გაწევა შეუძლია მისივე ხელმძღვანელობით ცენტრს იმ პირების მიმართ, ვინც ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გეტას საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარამაზ ჯალილოვმა და შეხვედრის ორგანიზატორებმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლაში ამ საკითხთან დაკავშირებით წლებია ხორციელდება პროექტები, რომელიც აშკარად შედეგიანი. სკოლა ამაყობს მისი არაერთი კურსდამთავრებულით, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში და ეუფლებიან პროფესიას. მათგან რამდენიმე დღეს გეტას საჯარო სკოლის პედაგოგია და ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საკითხზე.

სკოლა ყოველთვის მკაცრად რეაგირებდა ბავშვთა უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე და დღეს, ცენტრისა და მისი დირექტორის მხარდაჭერით უფრო თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოსწავლეებს რომ ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ მათ ფუნდამენტურ უფლებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან შეხვედრის ორგანიზატორებს - ნონა მიქელაძესა და თამარ სილაგაძეს, ასევე მიწვეულ სტუმარს და საზოგადოებას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება