სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვითორის საჯარო სკოლამ ბავშვებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქა
02-06-2025
-
+


შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სიურპრიზებითა და ემოციებით იყო სავსე.

ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ და ჩაერთვნენ ასფალტზე ხატვის კონკურსში, ღია ცის ქვეშ,  სადაც თითოეულმა ჯგუფმა თავისი ფერადი სამყარო და შემოქმედება წარმოადგინა.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ნაწილი გახდა ნაყინების ფესტივალი - მოულოდნელი სიურპრიზი სკოლის პატარებისთვის.

„მხიარულმა სტარტებმა“ კი დღეს განსაკუთრებული ენერგია და ემოციები შემატა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამორჩეული დღის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს - ნუნუ ჭონქაძეს, ხელოვნების პედაგოგ რამაზ შეყილაძეს და სპორტის მასწავლებელს – ხათუნა მოდებაძეს.

ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდა მთელი სასკოლო საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამშრომლობისა და ერთიანობის ძალას.

„ჩვენთვის თითოეული ბავშვი ბედნიერების და მომავლის სახეა – ერთად ვზრდით ღიმილიან თაობას!“-აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლლეებს კიდევ ერაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება