სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელს ის უყვარს და ზრუნავს მასზე“ - საყდრიონის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი თემურ მიქელაძე
02-06-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თემურ მიქელაძე ქვეყანას ინტელექტუალ თაობას უზრდის. აღნიშნავს, რომ მასწავლებელი სამართლიანი, მოსიყვარულე და მზრუნველი უნდა იყოს, რომ მოსწავლის ნდობა დაიმსახუროს. ამ ღირსებით აღჭურვილს კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. 

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- სამართლიანობა, მასწავლებელი სამართლიანი უნდა იყოს ყველა მოსწავლის მიმართ, მოსწავლე უნდა გრძნობდეს რომ მასწავლებელს ის უყვარს და ზრუნავს მასზე.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- განათლებული საზოგადოება ქმნის ძლიერ სამოქალაქო სექტორს, ძლიერი სამოქალაქო სექტორი კი ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მოსწავლისათვის იმ დროისათვის არსებული სასწავლო მასალისა და მოსწავლის ცოდნის შესაბამისი, საშინაო დავალება მასწავლებელს საშუალებას უნდა აძლევდეს გაიგოს მოსწავლის საჭიროებები კონკრეტული გაკვეთილის მიმართ

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- მშობლების ფართო ჩართულობას სასკოლო პროცესში, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს მშობლების გააქტიურებას თავისი შვილის სასწავლო საჭიროებების მიმართულებით.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ისტორია.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- რახან არ შემიძლია და თან ცნობილი პიროვნება არ ნიშნავს აპრიორი კარგ მასწავლებელს, ამიტომ თავს შევიკავებდი ამ შემთხვევაში.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კარგად კეთილმოწყობილი, სადაც მოსწავლეებს წვდომა ექნებათ როგორც ინტერნეტრესურსებზე ასევე მატერიალურ რესურსებზე სასკოლო ბიბლიოთეკის საშუალებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება