სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყდრიონის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული წლები ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
03-06-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ  ჟუჟუნა მარკოიძის ხელმძღვანელობით, გამოსაშვები ღონისძიება გამართეს, სადაც წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ, როგორც პირველი მასწავლებელი, ასევე სკოლა და მშობლები. 

„ბედნიერი, სასიამოვნო და ამავდროულად, სევდიანი დღე. სევდიანი, იმიტომ, რომ კიდევ ერთი დაფრთიანებული მერცხლები ემზადებიან ბუდიდან ასაფრენად.
გილოცავთ! ჩემო უსაყვარლესო პატარებო პირველი საფეხურის დასრულებას და ახალ ეტაპზე გადასვლას ბევრი, ბევრი წარმატება თქვენ.

ჩვენ ბევრი საინტერესო და ხალისიანი დღე გავატარეთ ერთად. 4 წლის განმავლობაში ერთად ვიცინოდით, ერთად ვტიროდით და აღმოჩნდა, რომ ერთად გავზრდილვართ. თუმცა ამით არ დასრულებულა ჩვენი ურთიერთიბა ჩვენ კიდევ რვა საინტერესო წელი გველოდება წინ  ახალი გამოწვევებით, ახალი იმედებით  თქვენი ჟუჟუნა მასწავლებელი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება თავისი გიჟური იდეებით. ძალიან, ძალიან მიყვარხართ!
უდიდესი მადლობა თითოეულ მშობელს თანამშრომლობისათვის, გვერდში დგომისათვის, პატივისცემისა და სიყვარულისათვის, რომ არა თქვენი თანადგომა მარტო არაფერი გამომივიდოდა“,- აღნიშნა დამრიგებელმა და მოსწავლეებს პირობა მისცა, რომ ყოველთვის მათი მეგობარი და მხარდამჭერი იქნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება