სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლაში მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასის მოსაპოვებლად საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
04-06-2025
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასის ტრადიციადქცეული გათამაშება გაიმართა. 

მინი ფეხბურთის მორიგი ტურნირი სკოლაში 27 მაისს მოეწყო. 

მერაბ ჯინჯოლია სახელობის თასის მოსაპოვებლად სკოლებს შორის, ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა. მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათისა და ოქტომბრის საჯარო სკოლები, აფხაზეთის N1 და აფხაზეთის N14 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული შეხვედრა იმართება აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის - მერაბ ჯინჯოლიას ხსოვნის უკვდავსაყოფად, ვისთვისაც, როგორც აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ესართია აღნიშნავს, სკოლა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

შეჯიბრს საფუძველი 2022 წლის მაისში ჩაეყარა და მისი მიზანია მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება, სპორტული ცხოვრების წახალისება და შესაძლებლობების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება. 

მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასის (გარდამავალი) მოსაპოვებლად თითოეული სკოლა თავდაუზოგავად იბრძოდა.

საფეხბურთო მატჩს ყველა ასაკის ქომაგი ჰყავდა - მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და დასახლებაში მცხოვრები ადამიანები. დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება აფხაზეთის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი აფხაზეთის N1 საჯარო სკოლას ამ დიდ წარმატებას ულოცავს და დასძენს, რომ თამაშის დროს თითოეული სკოლის მოსწავლემ გამოიჩინა მაღალი ზნეობრივი თვისებები და კულტურა.

რის გამოც სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს და მათი სკოლის დირექტორებს ქალბატონ ლამზირა შონიას, ქალბატონ მანონ გამსახურდიას, ბატონ დემურ კუკავას, ასეთი შესანიშნავი მოსწავლეების აღზრდისთვის.

„სკოლის დირექცია ასევე მადლობას უხდის მაყურებლებს და თითოეული სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს: ახალკახათის საჯარო სკოლა- გოდერძი სურმავას, ოქტომბრის საჯარო სკოლა- ჯანო ხუბუას, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა - გელა თორდიას, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა - რუსუდან შონიასა და ბესლან შამათავას. ასევე მსაჯს, სამართლიანი და სწორი მსაჯობისთვის - ლუკა ციკუტანიას;
ბატონი მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასი მისი მშობლიური სკოლიდან 3 წელიწადი არ გასულა. თუმცა წელს გამარჯვებული გახდა აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა, რომლებსაც ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. მადლობა თითოეულ სკოლის გუნდს ძალიან საინტერესო თამაშისთვის. მადლობა თითოეულ მონაწილე სკოლას თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავს აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ესართია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება