სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი მოეწყო
02-06-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია სპორტული აქტივობების მიმართ.

მიმდინარე წლის 30 მაისს სკოლაში ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები ქეთევან კაპანაძე და ვალერი სარალიძე. „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეები გაყოფილი იყვნენ ორ გუნდად. შეასრულეს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, თამაში, შეჯიბრი, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც მონაწილეების, ასევე მაყურებლისათვის.

თამაშის დასრულების შემდეგ ორივე გუნდს წარმატება უსურვა კაცხის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და დასძინა, რომ მომავალი წლისათვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ ასეთი საინტერესო შეჯიბრის მოსაწყობად.

გამოვლინდა პირველი და მეორე ადგილის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ შესაბამისი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება