| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ანბანის შესწავლა კი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. პატარებმა „დედა ენის“ სიყვარული და პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს, საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარი შესანიშნავად წარმოაჩინეს, განასახიერეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები: მუქთამჭამელა, ცრუ, თხა და გიგო...
უამრავი სამადლობელი სიტყვა უთხრეს პედაგოგებს იმ სიმდიდრის შეძენისთვის, რომელსაც ცოდნა ჰქვია და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
პატარებს სიგელები და საჩუქრები გადასცეს სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნანა ბეჟაშვილმა და კლასის დამრიგებელმა ნინო ფერიაშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა