სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N1 სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საინტერესო აქტივობებით, ხალისით სწავლობენ
02-06-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლას შესაშური ინტერესით ეკიდებიან, რაც, უდაოდ, სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა.

ახლახან, განხორციელდა პროექტი - „კანი, ცხოველური და მცენარეული უჯრედი, კიდური“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა განიხილეს მცენარეული და ცხოველური უჯრედები, იმსჯელეს იმაზე, თუ რით განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან, მეცნიერულ დონეზე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მიტოქონდრიები ცხოველურ უჯრედებსაც აქვთ და მცენარეულებსაც, მაგრამ ქლოროპლასტები მხოლოდ მცენარეულ უჯრედებში გვხვდება, რომ მცენარეულ უჯრედებს უჯრედის კედელიც აქვთ და პლაზმური მემბრანაც, რომ მცენარეებში უჯრედის კედელი პლაზმურ მემბრანას გარს არტყია, რომ ვაკუოლები მცენარეულ უჯრედებსაც აქვთ და ცხოველურებსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ...

მოსწავლეებმა ააგეს ტიპური ცხოველური უჯრედის დიაგრამა, ბოლოს კი შექმნეს მოდელები.

მოსწავლეებმა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება