სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ტაძარი“ - მარტვილის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა მრავალფეროვანი პროექტი და შემეცნებითი გასვლითი აქტივობა
30-05-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მომავალი თაობების სულიერ განვითარებას, პატრიოტიზმის გრძნობის მეტად გაღვივებასა და ქვეყნის ისტორიის ზედმიწევნით გააზრებასაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დასტურია, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი „ჩვენი ტაძარი“, რომელიც წარმოადგინეს  მე-3 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ია ქიქავასა და ხელოვნების პედაგოგის - თათია წულაძის ხელმძღვანელობით.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, მოგვიანებით კი სოფელ ნახუნავოს ზოოპარკს ეწვივნენ.

„პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ვიზიტი ქალაქში არსებულ რელიგიურ ისტორიულ ძეგლთან, მოსწავლეები მშობლებთან ერთად ესტუმრნენ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარს. მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს ტაძართან დაკავშირებული ისტორიები, ესაუბრნენ რწმენის მრავალ სახეობაზე და მნიშვნელობაზე. შემდეგ კი ნამდვილი თავგადასავალი სოფელ ნახუნავოს ზოოპარკში გაგრძელდა! აქ უკვე დიდი ჟრიამული ატყდა – ბავშვები აღფრთოვანებულნი აკვირდებოდნენ ცხოველებს, ცნობისმოყვარეობით ეცნობოდნენ მათ ჩვევებს ... ეს იყო დღე, რომელმაც დადებითი ემოციებით, ახალი ცოდნითა და ბედნიერი მოგონებებით აღავსო ჩვენი პატარების გულები და დიდხანს გაჰყვება მათ მეხსიერებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება