| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას ასწავლიან და მათი მედიაწიგნიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„განათლება და თამაშები მედიაწიგნიერების სწავლების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სწორედ სკოლაში უნდა დაიწყოს“, - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგმა - ლაურა ვარდანიანმა მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, გამართა საინფორმაციო ღონისძიება სახელწოდებით - „მედიაწიგნიერება სკოლაში“.
მოსწავლეები გაეცნენ მედიაწიგნიერებასა და მედიასთან დაკავშირებულ მასალებს, ნახეს ვიდეოები საკითხის შესახებ და გაეცნენ ონლაინ საგანმანათლებლო თამაშებს აღნიშნულ თემაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო „მედიის საინფორმაციო თამაში“, ახსნილი იყო მახასიათებლები. შემეცნებით თამაშებში მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა