| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი მათემატიკასა და გეოგრაფიაში.
მათემატიკის პედაგოგი სალომე სხულუხიას და გეოგრაფიის პედაგოგის, ფატიმა ბალანჩივაძის ორგანიზებით ჩატარებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაედგინათ კავშირი ნიადაგის ეროზიასა და მათემატიკურ კორელაციას შორის.
მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია საქართველოში არსებული წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიების შესახებ, რის შემდეგაც ჩაატარეს შესაბამისი ცდა საკლასო ოთახში. ცდის შედეგები დააკავშირეს მათემატიკურ კორელაციასთან და ააგეს შესაბამისი მოდელი.
შეხვედრას დაესწრო ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე, რომელმაც პროექტი დადებითად შეაფასა. პედაგოგებსა და მოსწავლეებს კი მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა