| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელო ორლოვკის საჯარო სკოლის მე-6 კლასის ბავშვებმა, მასწავლებლის არმინე წარუკიანის ინიციატივითა და ორგანზიებით მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო აქტივობაში, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი კვების პრინციპების გაცნობა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები პირველ ეტაპზე გაეცნენ საკვების პირამიდის სტრუქტურას და იმსჯელეს, თუ რომელი პროდუქტები ეკუთვნის თითოეულ საფეხურს.
შემდეგში, ბავშვებმა მოხატეს დიდი პლაკატი საკვების პირამიდის ფორმით. თითოეული საფეხურისთვის დახატეს შესაბამისი ფორმისა და ფერის ველები. ამის შემდეგ კი მათ მოამზადეს საკვების სხვადასხვა სახეობა (დახატეს ან ამოჭრეს სურათებიდან) და თითოეული პროდუქტი სწორად გაანაწილეს შესაბამის ველებზე – პირამიდის საფუძველზე მოათავსეს მარცვლეული პროდუქტები, შუა საფეხურებზე ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და ცილოვანი საკვები, ხოლო ზედა საფეხურზე ტკბილეულობა და ცხიმები.
ეს აქტივობა დაეხმარა ბავშვებს უკეთესად გააცნობიერონ, როგორ უნდა მიირთვან დაბალანსებული საკვები და რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება ყოველდღიურ ცხოვრებაში. პლაკატი გაფორმდა შემოქმედებითად, ფერადად და დიდი ინტერესით, რაც მოწმობს ბავშვების ჩართულობას და მოტივაციას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა