სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სპორტის, მეგობრობისა და ერთიანობის დღესასწაული -სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოედანზე მინი-ფეხბურთში, ზონალური სკოლათაშორისი ტურნირი გაიმართა
30-05-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობითა და მასწავლებელთა მხარდაჭერით, სამთაწყაროს სპორტულ მოედანზე გაიმართა ზონალური სკოლათაშორისი მინი-ფეხბურთის ტურნირი. ეს ღონისძიება გახდა სპორტის, მეგობრობისა და ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს X კლასის მოსწავლე, თვითმმართველობის თავმჯდომარემ - ნიკოლოზ სარდალაშვილმა, სპორტის მასწავლებელმა გურამ ტარტარაშვილმა და ისტორიის მასწავლებელმა ფრიდონ საკანელაშვილმა. 

ტურნირის მიზნები მოიცავდა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მოზარდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას, გუნდური მუშაობის, თანაგუნდელობისა და პასუხისმგებლობის განვითარებას, მოსწავლეთა ფიზიკური და სოციალური უნარების გაძლიერებას.

ტურნირში მონაწილეობდნენ:

1. სამთაწყაროს საჯარო სკოლა (მასპინძელი);

2. ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა;

3. ქვემო ქედის საჯარო სკოლა;

4. ფიროსმანის საჯარო სკოლა;

5. საბათლოს საჯარო სკოლა;

6. არხილოსკალოს საჯარო სკოლა.

თამაშებს თან ახლდა ჟინი, სიხარული და გულშემატკივართა მხარდაჭერა. მაყურებლებს შორის იყვნენ მეზობელი სკოლების მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, სოფლის გამგებელი ჯემალ დიმიტრაძე და მისი მოადგილე არჩილ სარდალაშვილი.

ტურნირის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები :

• I ადგილი: სამთაწყაროს საჯარო სკოლა (გამარჯვების თასი);

• II ადგილი: ფიროსმანის საჯარო სკოლა;

• III ადგილი: ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა.

ასევე საუკეთესოს ტიტულის მფლობელები

• საუკეთესო ბომბარდირი: საბა სურმანიძე (ფიროსმანის საჯარო სკოლა);

• საუკეთესო მეკარე: გიორგი ბოლქვაძე (სამთაწყაროს საჯარო სკოლა);

• საუკეთესო მოთამაშე: ალუდა თაგოშვილი (სამთაწყაროს საჯარო სკოლა).

სამთაწყაროს გუნდის შემადგენლობა:

• ალუდა თაგოშვილი (XI კლასი);

• ანრი კილაძე (X კლასი);

• ნიკა გოჭოშვილი (X კლასი);

• ნიკოლოზ სარდალაშვილი (X კლასი);

• გიორგი ბოლქვაძე (X კლასი);

• ნიკა შაინიძე (X კლასი);

• ლევან აბაშიძე (IX კლასი).

სამთაწყაროს სკოლის დირექცია მადლობას უხდის მონაწილე სკოლების დირექტორებს: ქალბატონ მაიას, ბატონ გენადის, ბატონ ვაჟას, ქალბატონ ლელასა და ქალბატონ თამარს აქტიური ჩართულობისთვის, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ტურნირი ვერ განხორციელდებოდა.

ჯემალ დიმიტრაძემ მიულოცა მოსწავლეებს გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვა. დირექტორმა ეკატერინე ჩიტაურმა მიულოცა გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, ასევე მასწავლებლებს, და მადლობა გადაუხადა გურამ ტარტარაშვილს, ფრიდონ საკანელაშვილს და ნიკოლოზ სარდალაშვილს ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

„მადლობა ყველა მონაწილე მოსწავლესა და გულშემატკივარს.

ტურნირმა ხელი შეუწყო სკოლებს შორის მეგობრული კავშირების გაძლიერებას, შექმნა შემოქმედებითი გარემო და მონაწილეებს სიხარულით სავსე დღე აჩუქა“,- აღნიშნა დირექტორმა. 

სკოლის დირექციამ ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მოსწავლეთა განვითარებაში.

სამთაწყაროს საჯარო სკოლის მინი-ფეხბურთის ტურნირმა დაადასტურა, რომ სპორტი ერთიანობის, მეგობრობისა და ღირსეული შეჯიბრის სიმბოლოა. ეს დღე სავსე იყო სიხარულითა და დაუვიწყარი მოგონებებით.

„ერთიანობით, მეგობრობითა და სპორტული სულით - დიდ მიზნებამდე!“- ასეთია მოსწავლეთა დევიზი. 

იხილეთ ფოტოები;


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

შულავერის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 58 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - განახლებული სტატისტიკა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება