| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის, კამარლოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც კამარლოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის, ზოგადად დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, პატივი მიაგეს თავისფულებისთვის შეწირულ გმირებს და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიის ფურცლებზე.
შეგახსენებთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.
იხილეთ ფოტოები:
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს
მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს
დირექტორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ორ სკოლაში დასაქმებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ - მასწავლებლებს ცნობის აღება ყოველ წელს დასჭირდებათ
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
„კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა, ისევ გლოვობს ჩვენი სკოლა“