სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ - მასშტაბური ღონისძიება დეხვირის საჯარო სკოლაში
30-05-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, დეხვირის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, მრავლისმომცველი და ამ მიზნით, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს აწყობენ, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებას, განვლილი მასალის გადააზრებას ემსახურება.

ახლახან დეხვირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარ ჩაკვეტაძის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის ,„ბედი ქართლისას“ მიხედვით დაიდგა საინტერესო სპექტაკლი, მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ახალი ისტორიის ეპიზოდი... 

„დრამატული წარმოდგენა სცენაზე განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ემოციური გადმოცემითა და მოსწავლეების მიერ წარსულის სიღრმისეული გააზრებით“.

ღონისძიების განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პრეზენტაცია, რომელიც დეტალურად ეხებოდა ბარათაშვილის პოემის ძირითად თემებსა და იდეებს. გაიმართა დისკუსია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე - შეთანხმებაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. 

ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა საგნებს შორის ინტეგრაციამ: ისტორიის პედაგოგი ჯონი მუშკუდიანი და მათემატიკის პედაგოგი მადონა ბენდელიანი საინტერესოდ ჩაერთვნენ პროცესში. მოსწავლეებმა მათემატიკური ამოცანების დახმარებით გამოთვალეს საქართველოს ისტორიის საკვანძო თარიღები - ინტეგრირებული მიდგომა სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ, ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად. სტუმრები ჩაერთნენ აქტივობებში, მათ შორის იყო ინტელექტუალური ვიქტორინა (თემა,, ბედი ქართლისა''), რომელიც ონლაინ პლატფორმა Kahoot-ის მეშვეობით ჩატარდა. გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, რაც დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა მოსწავლეებისთვის. „სკოლათა შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია სწავლების პროცესში. ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ემოციებითა და შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამოვიდა“, - აღნიშნავენ დეხვირის სკოლაში.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება