სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ვეფხისტყაოსანი” - ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
30-05-2025
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

აღსანიშნავია ღონისძიება - „ჩვენი ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, VII, VIII, IX, X და XI კლასების ჩართულობით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გამოფენა, სადაც მოსწავლეთა “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე შექმნილი ნახატები და კალიგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ნამუშევრების შექმნას დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ და მნახველთა აღფრთოვანება დაიმსახურეს.

ასევე, გამოიფინა მუზეუმისა და მოსწავლეთა ოჯახების პირად საკუთრებაში არსებული  “ვეფხისტყაოსნის” საკოლექციო გამოცემები.

ღონისძიება დააგვირგვინა თეატრალურმა წარმოდგენამ, სადაც მოსწავლეებმა პოემის სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი.

„უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, კათედრის წევრებსა და მუზეუმის ადმინისტრაციას. თათა ფეიქრიშვილსა და ნინო წიქარიშვილს, ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ყვარელში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება