სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
30-05-2025
-
+


წალკის N2 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა გააცილეს. 

21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. სკოლის დამთავრება ახალგაზრდებს მთელმა სკოლამ მიულოცა. 

კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები დღის ბოლოს კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. ბავშვობასთან, მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მე-12 კლასელებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. მათ მადლობა გადაუხადეს დირექციასა და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის.

დირექტორმა - ლეილა წიკლაურმა აღზრდილებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა და ნათელი მომავალი უსურვა. 

„ყველა სკოლადამთავრებულს ვულოცავთ გასავლელ გზებს, ვუსურვებთ დღეგრძელ, წარმატებულ ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავს დირექტორი და კურსდამთავრებულთა გულმხურვალე გულშემატკივრად რჩება.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება