სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს
30-05-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პატარებმა ანბანის შესწავლა და ერთწლიანი სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

ფერადი, ლამაზად მორთული სცენა და საზეიმოდ გამოწყობილი პირველკლასელები საერთო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„ჩვენმა ღიმილიანმა პატარა „მზეებმა“ დღეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. უკვე იციან ქართული, სომხური და ინგლისური ანბანი, შეუძლიათ წერა-კითხვა და ანგარიში. დღეს თავდაჯერებულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს,იცეკვეს, სცენაზე მადლობის სიტყვითაც გამოვიდნენ. მათ კეთილ და ციმციმა თვალებში ჩანს სწავლის წყურვილი და მონდომება.მათი შემართება უხაროდათ, არა მარტო პირველკლასელებს, არამედ მშობლებს, მასწავლებლებსა და დირექციას“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მშობელმა, არმინე ქიშოიანმა მადლობა გადაუხადა ყველა მასწავლებელს, კლასის დამრიგებელსა და დირექციას სასწავლო წლის მანძილზე გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის. 

სკოლის დირექტორმა - ბერნიკ ჰოვსეფიანმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება