| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
28 მაისს, სკოლის Xა და Xბ კლასის მოსწავლეებმა, საგანში - პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში (მასწავლებელი: ნათია ნამიჭეიშვილი), მოაწყვეს პროექტების პრეზენტაცია თემებზე: „ნაადრევი ქორწინება“ და „მენტალური ჯანმრთელობა“.
აღნიშნული საკითხები გადანაწილებული იყო 4 გუნდზე. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების, მიზეზების, შედეგების, გლობალური სტატისტიკის, ჯანმრთელობის რისკების, დარღვეული უფლებების და კანონმდებლობის შესახებ, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მენტალური ჯანმრთელობა, დეპრესია მოზარდებში, სტრესი და მისი მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკრანი, სოციალური მედია და გეიმინგი.
ორივე პრობლემა - როგორც ნაადრევი ქორწინება, ასევე მენტალური ჯანმრთელობა, განიხილეს დარღვეული უფლებების ჭრილში, რისთვისაც შეისწავლეს ბავშვის უფლებების კონვენცია და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობას ნაადრევი ქორწინების შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტების განხორციელებით მოსწავლეებმა შეიძინეს შესაბამისი ცოდნა და უნარები, მზად არიან როგორც თანატოლგანმანათლებლებმა თავისუფლად ისაუბრონ ამ თემებზე და კომპეტენტური, არგუმენტირებული ინფორმაცია მიაწოდონ თანატოლებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა