| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს “წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი”, რომლის წევრებიც ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას ეცნობიან, განიხილავენ და წიგნების დახმარებით, თვალსაწიერს იფართოებენ.
“წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი” შეუერთდა გლობალურ აქტივობას - წიგნების ჩუქების საერთაშორისო დღეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, კლუბის ინიციატივით, ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა კლასების მიერ შერჩეული წიგნები.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე განიხილეს მათ მიერ შერჩეული წიგნები და ახსნეს თუ რატომ უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს წაკითხული ესა თუ ის წიგნი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები ამ ღონისძიებით წიგნებს მეტად დაუახლოვნდნენ და გაუღვივდათ ინტერესი ლიტერატურის მიმართ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა