| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ახლახან, ქართული ენის მასწავლებლის - ლ. გოგოლაძის ხელმძღვანელობით, მე- 5, მე-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა ლიტერატურული საღამო.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქართველი მწერლებისა და პოეტების ბიოგრაფიები, წაიკითხეს ლექსები.
მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატრიოტულ თემაზე წაკითხულმა ლექსებმა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ დამსწრე პედაგოგების სახელით მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს - ლია გოგოლაძეს გაწეული შრომისა და შემოქმედებითი მიდგომებისთვის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა