სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
30-05-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

23 მაისს, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის I და II კლასის მოსწავლეები, სოფელ მირზაანს ესტუმრნენ, სადაც მოინახულეს ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.

პატარებმა დიდი ცნობისმოყვარეობით დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები და გიდს მათი დანიშნულების შესახებ კითხვებიც დაუსვეს.

თავისი თვალით ნახეს ფიროსმანის ეზოდან დანახული კავკასიონის მთები და ალაზნის ველი.

ასევე სიხარულით დაათვალეირეს თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები, განსაკუთრებით მოიხიბლნენ მხატვრის ქუჩაზე მოხატული ჭიშკრების და ღობეების სილამაზით.

მუზეუმის ეზოში მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიებაც გამართეს და ანბანის წარმატებით შესწავლაც იზეიმეს - წარმოთქვეს ლექსები და იმღერეს.

ეს იყო მათი პირველი გასვლითი დღე, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება