სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს  
30-05-2025
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებში ეროვნული ფასეულობების განმტკიცებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ.

ამის ნათელი მაგალითია, სამშობლოს სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება, რომელიც პირველკლასელებმა გამართეს. 

პატარებმა ღონისძიებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

1-ელია კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში პერფორმანსი მოაწყვეს და საქართველოს დროშის ფერებში გამოწყობილებმა, პედაგოგ ელისო ენუქიძის ხელმძღვანელობით, ლამაზი სანახაობა წარმოადგინეს.

„ასე მოგვილოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენმა პირველკლასელებმა...

წარმატებულ და ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ, დაგბედებოდეთ ძლიერი ქვეყნის მესაძირკვლეობა და გვეამაყოს თქვენი ნამოღვაწარით, ბავშვებო... უღრმესი მადლობა ელისო მასწავლებელს..

ჩვენს საყვარელ პირველკლასელებთან ერთად გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებენ:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება