სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
29-05-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა და საქართველოს ჰიმნით დაიწყო. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. 

პატარებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „მელია და ჩიტი“, თითოეულ ასო-ბგერაზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველი წარმატებული სასწავლო წელი მშობლების და პედაგოგების დიდი მხარდაჭერით წარიმართა და მოსწავეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

პატარებს 1-ელი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა და საგნის მასწავლებლებმა - სომხური ენის მასწავლებელმა -  რუზანნა მელტონიანმა, ქართული ენის პედაგოგმა - ფენია თოროსიანმა, მათემატიკის მასწავლებელმა - ზამირა ჯანოიანმა, ჭადრაკის  მასწავლებელმა- სრაპ გაბრიელიანმა, ბუნების მასწავლებელმა - აიდა  აპოიანმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა- ინგა მელდონიანმა და  ხელოვნების მასწავლებელმა - ანდრანიკ ასატრიანმა. ისინი პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება