სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი ქვეყნის მომავლის მსახურება“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის დაარსებიდან 40 წელი შესრულდა
29-05-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ახლახან რუსთავის N23 საჯარო სკოლის დაარსებიდან 40 წელი შესრულდა და სასკოლო საზოგადოებამ ეს თარიღი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა - მოსწავლეებმა ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სკოლის მრავალწლიანი და საინტერესო ისტორია წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა უკვე თვად არიან მოსწავლეთა მშობლები.

„სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზია კიწმარიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს მნიშვნელოვანი თარიღი მოგვილოცა და უდიდესი სიხარულისა და სიამაყის განცდა ჩვენთან გაიზიარა.

სკოლა დღესაც ღირსეულად აგრძელებს საქმიანობას თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

ჩვენი სკოლის თითოეული მასწავლებელი, მოსწავლე, კურსდამთავრებული, მშობელი ქმნის სასკოლო საზოგადოებას, ჩვენს ისტორიას, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. ვაგრძელებთ სასკოლო ცხოვრებას იმ რწმენით, რომელიც ყოველი მომავალი წელი უფრო წარმატებული იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება თაობა ახალი იდეებით, ახლებური ხედვით, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებით. ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია.

ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი ქვეყნის მომავლის მსახურება - ესაა ჩვენი სკოლის ცივილური არჩევანი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება