| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ და სულიერ ფასეულობებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან.
ახლახან, წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ღია საკონცერტო სივრცეში გაიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (პირველი რესპუბლიკის დაფუძნების), მერაბ კოსტავას დაბადებისა და პირველი პრეზიდენტის არჩევნების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ: ხელოვნების სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), ვაჟთა ხალხური სიმღერის გუნდი (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი), გიტარის შემსწავლელი სტუდია (პედაგოგი ნინო ამირანაშვილი), სკოლა-გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი” (ქორეოგრაფი ჯონი დუგლაძე), და ინდივიდუალური შემსრულებლები.
საზოგადოებას, მიწვეულ სტუმრებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს დღესასწაული მიულოცა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და ძლიერ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა