სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება  
30-05-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი იზეიმეს. 27 მაისს სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებით პატარებმა პირველი სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და ცოდნა შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს. 

პედაგოგმა მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. 

„ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ ანბანის გაცილებას! დღეს განსაკუთრებული დღეა - თქვენ უკვე ისწავლეთ ქართული ანბანი და გადადგით დიდი ნაბიჯი ცოდნისკენ მიმავალ გზაზე. ამაყები ვართ თქვენი შრომით, მონდომებით და წარმატებით! თქვენი თვალები ახლა ახალ წიგნებს, ზღაპრებსა და საოცარ ისტორიებს გახსნის. ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ გელით არაერთი გამარჯვება და აღმოჩენა! გისურვებთ სიხარულით სავსე გზას სწავლასა და განვითარებაში. გახსოვდეთ, ყოველი წაკითხული სიტყვა - ახალი ფანჯარაა სამყაროში! გილოცავთ ანბანის გაცილებას!“,- მიმართა მასწავლებელმა მოწაფეებს და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო 1, ვიდეო 2


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება