სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სასკოლო ცხოვრების ლამაზი დაგვირგვინება და საზეიმო „ბოლო ზარი“ თბილისის N12 საჯარო სკოლაში
29-05-2025
-
+


თბილისის N12 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია.

21 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს. 

ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან, სკოლასთან და მასწავლებლებთან გამომშვიდობება კურდამთავრებულებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. მათ დირექციასა და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

დირექტორმა მედეია გურგენაძემ და მასწავლებლებმა ახალგაზრდები დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. ცხოვრების ახალ ეტაპზე ულევი წარმატება უსურვეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

„ძვირფასო XII კლასელებო, ეს დღე მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ცხოვრების გზისკენ, რომელსაც თქვენ უკვე გაბედულად ადგახართ.
დასასრულია ბავშვობის წლების, მაგრამ დასაწყისია ახალი თავგადასავლების, ოცნებების, უსასრულო შესაძლებლობების…
წინ დიდი გზა გელით - იარეთ თავდაჯერებით, სიყვარულით და მიზანდასახულობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის მიღწევა! წარმატებებს და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება