| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი შთამბეჭდავი, საინტერესო, ხალისიანი და, რა თქმა უნდა, შემეცნებითი დღე მოეწყო.
სკოლის მე-2 კლასელები, პედაგოგ ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ბავშვებმა ნახეს დიდი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მუზეუმში პატარებს მათი ასაკის შესაბამისი ისტორიული ცნობები მიაწოდეს ილია ჭავჭავაძის შესახებ, ცნობისმოყვარე მე-2 კლასელებმა საინტერესო კითხვებიც დასვეს და გიდისგან ამომწურავი პასუხებიც მოისმინეს.
ასევე, მოსწავლეებმა შიო მღვიმის მამათა მონასტერი მოინახულეს და ძეგლის ისტორიულ მნიშვნელობას გაეცნენ.
მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა