სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
23-05-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ვანზომლეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგთა მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებას ემსახურება, არამედ მოსწავლეთა სულიერი განვითარებისკენაა მიმართული.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწვალეები, ეწვივენ ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის, ისტორიულ მუზეუმს.

პროქტის - „18 მაისი მუზეუმის  დღეა“- ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ ისტორიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაზე, გაეცნენ მუზეუმში დაცული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებმაც მათში აღფრთოვანება გამოიწვია.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეები ინტერესით, ხალისით, გაკვირვებით  ათვალიერებდნენ თითოეულ ექსპონატს და გამოთქვეს სურვილი, მსგავსი შემეცნებითი გასვლითი აქტივობები ხშირად ტარდებოდეს.

ინფორმაციისთვის: მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს  (ICOM) მიერ დაფუძნდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება