სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახრისის საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
23-05-2025
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა და ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, VIII კლასში გეოგრაფიის შესწავლისას განხორციელებული საინტერესო პროექტი,  რომელიც ბიომრავალფეროვნების დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ცოდნა გაიმდიდრეს, გაეცნენ მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, მოიძიეს ინფორმაცია, ფოტო და ვიდემასალა მსოფლიოსა და საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. ისაუბრეს წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დრო ნაყოფიერად გაატერეს. 

საინტერესო პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა ზურაბ ხარიბეგაშვილმა შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დღე 22 მაისს აღინიშნება. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება