სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა დაუვიწყარი გაცილება და საზეიმო „ბოლო ზარი“
23-05-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს. 

20 მაისს, მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, დირექცია და პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. მათთვის ბავშვობასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და მშობლიურ სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ზღვა ემოცია და ერთმანეთთან განშორების სევდა. 

„ბოლო ზარზე“ მოსწავლეებს ესტუმრა სკოლის პირველი დირექტორი სეირან კიურეღიანი და ახალგაზრდებს ცხოვრვების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა. 

ასევე სიტყვით გამოვიდნენ ამჟამინდელი სკოლის დირექტორი სასნუქი კიურეღიანი და სკოლის დირექტორის მოადგილე, რომელთაც კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და შეახსენეს, რომ მათ გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება