სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღრმაღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ფუტკრის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-05-2025
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში ასევე აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

20 მაისს, ეკოკლუბელებმა ფუტკრის საერთაშორისო დღეა აღნიშნეს. მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ფუტკარი უდიდესი სარგებლობის მომტანი მწერია, რომელიც ადამიანის საკეთილდღეოდ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში შრომობს. მეცნიერთა აზრით, ფუტკარი დედამიწაზე 50-80 მლნ წელზე დიდხანს ცხოვრობს. პირველად ადამიანები ველური ფუტკრის თაფლის შეგროვებით იყვნენ დაკავებულები, მოგვიანებით მათ „მოათვინიერეს“ იგი, რათა ესარგებლათ ფუტკრის მიერ წარმოებული ყველა სასარგებლო პროდუქტით: თაფლით, ცვილით, დინდგელით, ჭეოთი, ფუტკრის რძით, ფუტკრის შხამით.

ღრმაღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებით ცნობიერება აიმაღლეს ამ საოცარი მწერის შესახებ და აღნიშნეს ეს დღე და აქტიურობითაც გამოიჩინეს თავი. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს მადლობას უხიდიან. 

„მადლობას ვუხდით მათ კლასის დამრიგებლებს: ცისანა ღლონტს, სოფო როყვას, ია გოგოძეს. 
ეკოკლუბის ხელმძღვანელს - ნათელა გოგოლიშვილს და ღონისძიების მუსიკალურ ხელმძღვანელ რუსუდან მარშანიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება