სიახლეები
სკოლები

მე-12 კლასელთა ამაღელვებელი გაცილება და შთამბეჭდავი ღონისძიება თბილისის N128 საჯარო სკოლაში
23-05-2025
-
+


თბილისის N128 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობება დირეციისა და პედაგოგებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია

20 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა და სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე ჩაიწერა - სასიხარულო და ამავე დროს სევდიანი.

სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.

წელს სკოლა 83-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომლებიც სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სრუვილებით გააცილეს. 

დავაფრთიანეთ და გავუშვით ცხოვრების დიდ გზაზე ღირსეულ ოჯახებში აღზრდილი 83 ახალგაზრდა.. თბილი, ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ღონისძიება გამოვიდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორმა - გულნაზ ხორბალაძემ მოსწავლეებს მიულოცა სკოლის დამთავრება. აღნიშნა მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა სასკოლო პროექტებსა და კონკურსებში, გამოფენებსა და სპორტულ ღონისძიებებში. განსაკუთრებული მონდომებისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის დირექტორმა  სწავლასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში გამორჩეულ მოსწავლეებს საპატიო სიგელები და  ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 სიტყვით გამოვიდნენ კურსდამთავრებულები და მშობლები:

„128-ე საჯარო სკოლის საუკეთესო გუნდს მინდა გადავუხადო მადლობა ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. თქვენ იცით მხარდაჭერა და თითოეული მოსწავლის მდგომარეობის გათავისება, ასე გააგრძელეთ, ეს არის ყველაზე დიდი სიძლიერე მომავალი თაობის სწორად აღზრდის საქმეში. მე კი თუ ვინმე მკითხავს სკოლის შეფასებას, მხოლოდ საუკეთესოს ვიტყვი, მალე კლასებში ადგილები არ იქნება ბავშვების მისაღებად, იმდენი ქება ისმის ჩვენი სკოლის შესახებ ჩვენს რაიონში“,- აღნიშნა მოსწავლის მშობელმა - მაგდა გუგეშაშვილმა და დირექციასა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. 

ამაღელვებელი სიტყვით გამოვიდა მოსწავლე სანდრო გუგეშაშვილი

„დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად საინტერესო ისტორია შევქმენით. დღეს უნდა დავემშვიდობოთ ცხოვრების ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ჩვენმა პედაგოგებმა გვასწავლეს ახალგამოჩეკილი ბარტყებივით ფრენა, უცხო სამყაროსთან შერკინება. დღეს შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ წარსულს გამოვემშვიდობოთ, არამედ მომავალს რომ გაშლილი ხელებით შევხვდეთ, ახალ საფეხურზე შევდგათ ნაბიჯი. ჩვენი პედაგოგები გვეხმარებოდნენ, გვასწავლეს ცხოვრების გზაზე სვლა, ურთულეს მომენტშიც კი ჩვენი სჯეროდათ და მხარს გვიჭერდნენ“,- აღნიშნა მოსწავლემ. 

სკოლასა და პედაგოგებს თბილის სიტყვებით გამოემშვიდობა მე-12 კლასელი ლიზი იმედაშვილი:

„დღეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა. სხვადასხვა ემოციას ვგრძნობ: მადლიერებას, სიამაყეს და ცოტა სევდასაც კი. სკოლა ჩემთვის მეორე სახლი იყო, მშვიდი და უსაფრთხო გარემოთი. ამისთვის მადლობას ვუხდი სკოლის დირექციას. მადლობას ვუხდი მასწავლებლებს, რომლებმაც არ დაზოგეს დრო, ენერგია და სიყვარული, რათა მოეცათ ჩვენთვის ცოდნა და დავეყენებინეთ სწორ გზაზე. მათთან ურთიერთობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ გაკვეთილებით, ისინი მუდამ მზად იყვნენ მოესმინათ, გავემხნევებინეთ და დაგვხმარებოდნენ თითოეულ ჩვენგანს. თანაკლასელებო, თქვენთან ერთად გავიზარდე, ვისწავლე ურთიერთობები, პატივისცემა და ერთმანეთის დაფასება. ეს წლები, რომელიც ერთად გავატარეთ, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ახლა ჩვენს ცხოვრებაში იწყება ახალი გამოწვევები, რომლის გადალახვაში ზუსტად აქ შეძენილი უნარ - ჩვევები დაგვეხმარება“. 

სასკოლო საზოგადოებას მიმართა მე-12 კლასელმა გიორგი ნატრიაშვილმა. 

„12 წლის შემდეგ დადგა ის დღე, როცა ბოლოჯერ ვიკრიბებით ამ სკოლის კედლებში. პირველ რიგში მინდა თანაკლასელებსა და მეგობრებს ვუთხრა, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და, ვფიქრობ, ბედნიერი წლები გავატარე თქვენთან ერთად. გულით გამიხარდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში ისევ გადავიკვეთებით და ის ურთიერთობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ შორისაა, არ დაიკარგება. წლების შემდეგაც, როცა შევხვდებით, სიხარულით გავიხსენებთ  სასაცილო ისტორიებს. ახლა რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის, იმ ადამიანური რესურსებისა და ენერგიისთვის, რომელიც ჩვენს განვითარებას მოახმარეთ. ჩემს განათებაში და პიროვნულ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით და ძალიან გაფასებთ. მინდა თამამად ვთქვა, რომ მე ამაყი ვარ, რადგან 128-ე სკოლა დავამთავრე. ყველას წარმატებებს გისურვებთ“,- სიამაყით აღნიშნა მან. 

მე-12 კლასელმა ნინი ოთინაშვილმა პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

„ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემი დროც თუ დადგებოდა, 128-ს კედლებს ჩემი და ჩემი კლასელების კისკისი თუ აღარ დაამშვენებდა. ჯერ ვერაფერს ვგრძნობ, ვერ ვიაზრებ, რომ ვემშვიდობები გარემოს, რომელშიც 12 წლის განმავლობაში ყოველი დღე გავატარე, გარემოს, რომელმაც მაჩუქა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები, უძვირფასესი მოგონებები. მეიმედება ჩემი კლასი, ჩემი მასწავლებლები, რომლებმაც ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში უბადლო წვლილი შეიტანეს, მეიმედება 128, ანუ 2⁷. მადლობა ყველაფრისთვის“, - აღნიშნა მან. 

დიდი სიყვარულით მიმართეს აღზრდილებს დამრიგებლებმა - ქეთევან ძნელაძემ, თეა ძაგნიძემ და ნინო კვესელაძემ და ​გამოკვეთეს მშობელთა როლი საუკეთესო ახალგაზრდების აღზრდაში, ქეთევან ძნელაძემ რუსთველის სიტყვები მოიშველია „მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“ მოსწავლეთა მშობლები ერთგულად ედგნენ სკოლას და თანამშრომლობდნენ პედაგოგებთან, რათა ღირსეული ახალგაზრდები აღეზარდათ.

დამრიგებლებმა წარმატებები უსურვეს კურსდამთავრებულებს ცხოვრების დიდ გზაზე და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

15 ივლისი რეგისტრაციის ბოლო დღეა - გადაამოწმეთ ინფორმაცია პირველ კლასში ჩარიცხულების შესახებ

მათემატიკის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია 2-3 საათი გაატარეთ გრილ ადგილას, მაგალითად მეტროში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

როდიდან განახლდება მასწავლებელთა გამოცდები - დეტალები

მათემატიკის გამოცდაზე 4-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა - სტატისტიკა

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„ემიგრანტის შვილი“ მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები არ არის – ეს არის ხმა ბავშვების, რომლებიც ხშირად უხმოდ იტანენ ტკივილს

 

 

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

საინტერესო

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება